LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, შესაძლოა, კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდეს

169
flight-1-2-1280x720

თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს, როდის, რომელ ქვეყანასთან, რა დოზით და რა სიხშირით აღადგინოს ფრენები, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. მისი თქმით, მაგალითად, „ვიზეარი” მზად არის, აპრილიდან დაიწყოს ფრენები.

რაც შეეხება „რაინეარს“, ნათია თურნავას იმედი აქვს, რომ მათთვის საინტერესო იქნება კვლავაც საქართველოში ფრენა. „უბრალოდ, რა თქმა უნდა, გლობალური საავიაციო ინდუსტრია სერიოზულად დაზარალდა. ასევე, „რაინეარსაც” აქვს საკუთარი სირთულეები, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დაბალბიუჯეტიან კომპანიას. აქედან გამომდინარე, თავად გადაწყვეტენ, როდის აღადგენენ ფრენებს საკუთარი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან. „გვაქვს მოლაპარაკება კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან, მაგრამ ჯერ არ მინდა, დავასახელო, ვიდრე არ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას. მას უნდა, რეგიონში დაიწყოს ფრენები“,– დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები