LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: „ასზე მეტმა ოჯახმა მიიღო პური, პასკა და სააღდგომო კვერცხები, ათეულობით ოჯახმა რამდენიმე თვის სამყოფი პროდუქტი, უფრო ბევრი ვიქნებით და უფრო მეტს ვიზამთ ყველა ერთად“

221
fot (4)

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც სინჯიკაშვილი წერს, ქველმოქმედების წყალობით, ასზე მეტმა ოჯახმა მიიღო პასკა და კვერცხები, ათეულობით ოჯახმა კი რამდენიმე თვის სამყოფი პროდუქტი.

„გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას.

გუშინ და დღეს, ჩვენთან ასზე მეტმა ოჯახმა მიიღო პური, პასკა და სააღდგომო კვერცხები, რამდენიმე ათეულმა ოჯახმა, რამდენიმე თვის სამყოფი პროდუქტები,

უფრო ბევრი ვიქნებით და უფრო მეტს ვიზამთ ყველა ერთად,

სასწაულების დღეა და სიკეთის სასწაული მომხდარიყოს ყველას გარშემო,

იხარეთ და იბედნიერეთ,“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g