უკვე წლებია, შაკირა ბარსელონაში მეუღლესთან, ფეხბურთელ ჟერარ პიკესთან და ორ ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ახალი კლიპის გადაღებებში ვარსკვლავი ტურისტის როლს ასრულებს, რომელიც ზემოთხსენებულ ქალაქს ეცნობა.
ახალ ვიდეოზე შაკირა კარლოს ვივესთან ერთად მუშაობს. ნამუშევარი მის ალბომშიც შევა, რომლიდანაც ორი სიმღერა – „Chantaje “ და „Me Enamoré“ საზოგადოებამ უკვე იცის.
კოლუმბიელი მომღერალი პირად ცხოვრებასა და კარიერას ერთმანეთს წარმატებულად უთავსებს. უკვე 7 წელია ის და ჟერარ პიკე ერთად ბედნიერად ცხოვრობენ და ორ ვაჟიშვილს ზრდიან. იხილეთ ვრცლად