LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ კომედიაში დუა ლიპა მთავარ როლს შეასრულებს

157
photo-collage.png (24)

დუა ლიპა კინოკომპანია – A24-ის ახალ კომედიურ ფილმში სახელწოდებით – Peaked მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე მისი პერსონაჟის დეტალები გასაიდუმლოებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მომღერლისთვის შესაძლოა პირველი მთავარი როლი იყოს კინოში, წინა ეპიზოდური გამოჩენებისგან განსხვავებით.

პროექტის რეჟისორი და ერთ-ერთი სცენარისტი მოლი გორდონია, რომელიც ცნობილია სერიალით – ,,დათვი” (The Bear) და ფილმით – ,,თეატრალური ბანაკი” (Theater Camp).

კინოსურათის სიუჟეტი სკოლის დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ გამართულ გამოსაშვებ საღამოზე განვითარდება და მოგვითხრობს ორ გოგონაზე, რომლებიც სკოლის პერიოდში სხვებს შიშის ზარს სცემდნენ და აბულინგებდნენ, ათი წლის შემდეგ კი ცდილობენ დაიბრუნონ თავიანთი ,,დიდების ხანა” და ამისათვის შეკრებაზე დაუპატიჟებლად მიდიან.

როგორც ცნობილია, ფილმში ისეთი ვარსკვლავებიც ითამაშებენ, როგორებიც არიან – ემა მაკი, ლორა დერნი და სიმონ ეშლი.

შეგახსენებთ, რომ დუა ლიპას სამსახიობო დებიუტი ეპიზოდური როლით ფილმში – ,,ბარბი” (2023) შედგა. ის ასევე ეპიზოდური როლით გამოჩნდა კინოსურათში – ,,არგაილი” (2024).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები