LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპას ახალ ცვილის ფიგურას დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი კოსტიუმი აცვია

178
58661075-0-image-a-213_1654299685189

მადამ ტიუსოს მუზეუმმა ორლანდოში, დუა ლიპას საჩუქარი გაუკეთა. ინგლისელ მომღერალს მადლობის ნიშნად, ახალი ცვილის ფიგურა დაუდგეს.

როგორც დარბაზის გენერალურმა მენეჯერმა, პოლ გულდმა აღნიშნა: ,,მისი გავლენა პოპ მუსიკაზე შთამაგონებელია. ეს დუბლიკატი არის სასიყვარულო წერილი სუპერვარსკვლავისთვის, რომელმაც 2020-ში, როცა სამყარო გაჩერდა, ამ ყველასთვის უპრეცედენტო დროს, სახლებში აგვაცეკვა მისი დიდებული ჩანაწერით – Future Nostalgia“.

ექსპონატი სწორედ ახალგაზრდა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს კონცერტების სერიიდან, მისი ერთ-ერთი, დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი ,,ბალენსიაგას” ვარდისფერი ვიზუალის მიხედვით გააკეთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები