LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ თეატრში „მუსიკის ჰანგები“ გაიმართა, შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში

498
BeFunky-collage (4)

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში სპექტაკლი “მუსიკის ჰანგები” გაიმართა. უკრაინის სოლიდარობის ნიშნად შესრულდა უკრაინის ჰიმნი.

გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში.

თეატრი ამ ფორმით თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს, თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ გმირებს, იქ დარჩენილ მოსახლეობას და აქ მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის სპექტაკლზე დასწრება უფასოა.

ნიკოლოზ რაჭველი: „ჩემთვის „მუსიკის ჰანგები“ ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მოგონებაა, რომელიც მახსენებს მშობლებს და მათ უკიდეგანო და უანგარო სიყვარულს…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები