„ახალაიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა, არა მხოლოდ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არამედ, საკონტროლო გასროლაც განახორციელეს, რაც განაჩენშიც წერია“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებულ „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ საუბრისას განაცხადა.
საგამოძიებო კომისია სპეცოპერაციისას მოკლულ მარად ართმელაძის მამას, მიხეილ ართმელაძეს უსმენს.
„თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე, მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში.
„დასრულდებით კი არა, უარეს დღეში ხართ – სანამ პირში სული მიდგას, ჩემს ორ შვილს ვფიცავ, ესენი ვერასდროს მოვლენ“ – ალუდა ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობას“
„გინახავთ ჭირისუფალი, მამა, დედა, თქვე არაკაცებო? და როცა ამ ადამიანებს ნახავთ, შემდეგ გამოდით და თქვით, რა პოლიტიკაზეა ლაპარაკი. ბოდიშებს უნდა იხდიდეთ“
უშიშროების სამსახური რომ ებარა, იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა – ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში.
თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ, სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შვილი აღიარებულ იქნა, როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.