LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალგაზრდა გოგო გადავარჩინე სიკვდილსო, ყოჩაღ რომ წამებში მოასწარი! გმირი ხარ…” – რას წერს ჟურნალისტი

152
BeFunky-collage (3)

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში საზოგადეობას უზიარებს ამბავს, რომელიც მის მეგობარს გადახდა თავს.

როგორც ჯღარკვა წერს, მისმა მეგობარმა, ნინო ტაბატაძემ ახალგაზრდა გოგო სიკვდილს გადაარჩინა.

“ჩემი დაქალი მოვიდა ახლა აკანკალებული ფერი არ ედო, ახალგაზრდა გოგო გადავარჩინე სიკვდილსო, ტაქსით მივდიოდი და დიდუბე დიღმის ხიდთან დავინახე ახალგაზრდა ქალი ხიდზე იყო შემხტარი და ცალი ფეხი მოაჯირზე ჰქონდა გადადგმული, ტაქსის მძღოლს ვუკივლე გააჩერეო და როგორ მივვარდი ,ფრთხილად დავუძახე ერთი წუთით ქალბატონო ,მოატრიალა სახე და წავიდა წინ ტანით ინერციითო,მოვავლე პალტოზე ხელი და მოვქაჩეო ,ერთ წამში გადაიკეტა დიდუბის ხიდი, ,მანქანებიდან გადმოხტნენ კაცები მოსაშველებლად,ჩავსვი გოგო ჩემს ტაქსიში ,ანგელოზივით ქალი იყო ,მერე დაიწყო ტირილი, ჩავარდა ისტერიკაში ,დავალევინე დამამშვიდებელი და მივიყვანე მის მეგობართანო , ნინო ტაბატაძე შენ დღეს ისეთი მადლიანი საქმე გააკეთე ,უფალი გიშველის შენც და იმ ქალბატონსაც ,ყოჩაღ რომ არ დაიბენი და წამებში მოასწარი! გმირი ხარ დაო ჩემს თვალში.

.ს სანამ თვითმკვლელობას გადაწყვეტადა თურმე ,წინ ეკლესიაში მისულა, მამაოსთვის უთხოვია მიჭირს დამელაპარაკეო,გავთბები და გამოვალო და ნახევარი საათი ელოდა თურმე მამაოს, მერე უფიქრია აი, ეტყობა ღმერთსაც არ უნდა რომ ვიცოცხლოო და წასულა ხიდისკენ”, – წერს ნინო ჯღარკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g