LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა მამაკაცი მომაკვდავი დედის მოსანახულებლად პალატის ფანჯარაზე ადიოდა (ფოტო)

291
110785755-1184343035266677-3181441993885509236-o

30 წლის მამაკაცი ავადმყოფი დედის მოსანახულებლად პალატის ფანჯარაზე ადიოდა და მშობელს იქიდან ამხნევებდა.

პაკისტანელი ჯიჰად ალ-სუვაითი ყოველდღე მიდიოდა საავადმყოფოში, სადაც დედამისი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კორონავიურსს ებრძოდა. ის სადრენაჟო მილის დახმარებით რამდენიმე სართულზე ძვრებოდა, ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდებოდა და დღის უდიდეს ნაწილს სწორედ აქ ატარებდა.

“ის ფანჯრიდან დიდხანს აკვირდებოდა დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ დედამ მშვიდად დაიძინა, მიდიოდა”, – ყვებიან საავადმყოფოს ექიმები.

რამდენიმე დღეში, 73 წლის ქალს კორონავირუსთან ერთად  ლეიკემიაც აღმოაჩნდა და ის 16 ივლისს გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცის ემოციური ამბავი სწრაფად გავრცელდა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში სამძიმრის მესიჯებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.

https://www.facebook.com/ajplusfrancais/posts/1184343275266653

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g