ახალგაზრდა მოგზაურებმა ყველაზე პოპულარული ქალაქი აირჩიეს. უფრო ზუსტად კი, ტურისტულმა სერვისმა OneTwoTrip-მა გადაწყვიტა დაედგინა, თუ რომელი დანიშნულებებია ყველაზე მოთხოვნადი ამა თუ იმ ასაკის მოგზაურებისთვის. ამისთვის ანალიტიკოსებმა 2016-2017 წელს გაყიდული ავიაბილეთები დეტალურად შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ 18-დან 25 წლამდე მოგზაურებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით მადრიდი სარგებლობს, მეორე და მესამე პოზიციას კი ლისაბონი და ციურიხი იკავებენ. ხოლო, რაც შეეხება 55 წელს გადაცილებულ ტურისტებს, ისინი უპირატესობას ბურგასს ანიჭებენ.