LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ქართველ მეწარმეებს აშშ-ში ფულის მოგების შანსი აქვთ – „ბრილიანტის გამოწვევა“ დასკვნით ეტაპზეა

400
f

თუ ვინ წარადგენს საქართველოდან თავის პროექტს შშ-ში, მსოფლიო ახალგაზრდა მეწარმეთა კონკურსზე „ბრილიანტის გამოწვევა“ – 8 თებერვალს გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ „ბრილიანტის გამოწვევა“(Diamond Challenge) სასწავლო ინიცატივაა, რომლის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარება.

2020 წელს პროექტში მონაწილე 45-ზე მეტი გუნდიდან საუკეთესო შედეგის 10 გუნდი, მიიღებს მონაწილეობას პრეზენტაციების ეტაპზე. ისინი შეეჯიბრებიან ამერიკაში წასვლის საგზურის მოპოვებაში, სადაც 100.000 $ საპრიზო ფონდი განაწილდება.

გუნდებს უწევთ პროექტის 5 წუთიანი მიმოხილვა (პრეზენტაცია) წარადგინონ ჟიურის წინაშეგამარჯვებული გუნდი, მოსწავლეებისა და 1 მრჩეველის თანხლებით აპრილში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში სამიტზე, მსოფლიოს ახალგაზრდულ გუნდებთან შესაჯიბრებლად . საპრიზო ადგილებზე გასულები მიიღებენ ფულად ჯილდოებს და შესაძლებლობას იდეა აქციონ საქმედ. საპრიზო ფონდი 100.000 $-ია .

ცნობისთვის, აღნიშნულ პროგრამას ა.შ.შ. დელავერის უნივერსიტეტის პარტნიორი  საქართველოში EMT – განათლებისა და მართვის გუნდი 2014 წლიდან ანხორციელებს. სრული პარტნიორია ააიპ სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.

2020 წლის ბრილიანტის გამოწვევის პროექტის სპონსორები არიან: თბილისის ღია უნივერსიტეტი, 2016 წლის „წლის სტარტაპი“ -ხელნაკეთი ნივთების მაღაზია Hippie, ნუკრიანის სახელოსნოები, თბილისის მერიის ბიბლიოთეკების გაერთიანება. მედია მხარდამჭერი: რადიოჰოლდინგი “ფორტუნა”.

პროგრამას მხარს უჭერს 30-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია საქართველოში. შარშან ფინალისტებს მოგზაურობა ამერიკაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტომ დაუფინანსა.

საქართველოს ეტაპის ფინალი გაიმართება 2020 წლის 8 თებერვალს, 10:00 სთ-ზე, თბილისში, ღია სასწავლო უნივერსიტეეტში. მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა #2.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები