LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, ახალგაზრდა მეწარმე ქალმა სიკვდილს 300-ზე მეტი ძაღლი გადაარჩინა

85
dr-vijender-singh-pilani-jhunjhunu-veterinary-doctors-j36vgdmrfk

33 წლის ნინო ვარდიძე ახალგაზრდა მეწარმეა ახალციხიდან, რომელმაც საკუთარ მშობლიურ მხარეში ვეტერინარული კლინიკა გახსნა და უამრავი ძაღლი სიკვდილს გადაარჩინა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოშის“ ინფორმაციით, ნინო ვეტერინარია. ის საკუთარი პროფესიით თბილისში მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მის მშობლიურ მხარეში ვეტერინარული კლინიკა არ იყო, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საჭირო ინვენტარის შეძენა და საკუთარი კლინიკის გახსნა შეძლო. ახალგაზრდა მეწარმემ დღემდე სიკვდილს 300-ზე მეტი ძაღლი გადაარჩინა.

„ბავშვობიდან ყველაზე მეტად ძაღლები და მათთან თამაში მიყვარდა. ჩვენი ყველა მეზობლის ძაღლი ყოველთვის ჩემს ეზოში იყო. ვოცნებობდი, რომ საკუთარი ძაღლიც მყოლოდა, მაგრამ არ მყიდულობდნენ. გავიზარდე და მივხვდი, რომ ბავშვობის ოცნებაზე წრფელი არაფერია. ამიტომ, წავედი თბილისში და დავეუფლე ვეტერინარის პროფესიას“, – ამბობს ნინო ვარდიძე.

რაც შეეხება ახალციხეში საკუთარი კლინიკის გახსნას, როგორც თავად 33 წლის ვეტერინარი ყვება, ამაში მას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები