LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდები ახალი მერისთვის და საკრებულოსთვის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს -კახა კუჭავამ წალკაში მერობის კანდიდატი წარადგინა

34
1

“ახალგაზრდები, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახალი მერისთვის, ახალი საკრებულოსთვის, რომ მოუსმინოს ადგილობრივებს, ბოლომდე იყოს ჩართული იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელსაც მოსახლეობა აწყდება, ზოგჯერ, ყოველდღიურად.” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის დროს და თქვა, რომ ჟინი, რომელიც ადგილობრივებს აქვთ, საზოგადოების კეთილდღეობისთვის მთავარია.

კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ შიდა და გარე ტურიზმი, არის და იქნება მთავრობის პრიორიტეტი და ადგილობრივი მოსახლეობა ამის შედეგსაც მალე ნახავს.

“არ დაგიმალავთ, პირველად ვიმყოფები წალკაში, პირველად ვესტუმრე ამ მხარეს. მეგონა, მთელი საქართველო მქონდა ნანახი და რაღა გამაკვირვებდა, თუმცა, გაკვირვებული დავრჩი ამ სილამაზით. კანიონი, რომელიც უნიკალურია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კანიონია ევროპაში და რაც ყველაზე მთავარია, იქ ხორციელდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, უპრეცენდენტო პროექტი და ინვესტიცია, რომლის მსგავსი ამ მხარეში ჯერ არ განხორციელებულა. საუბარია ქართულ-ებრაულ ინვესტიციაზე, რომელიც შექმნის სამაგალითო, მსოფლიო სტანდარტების ტურისტულ ინფრასტრუქტურას.

მნიშვნელოვანია, რომ იგი გამოვიყენოთ შიდა ტურიზმისთვის. საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა ნახონ ეს სილამაზე, თუ რამდენად მდიდარია ჩვენი ქვეყანა თავისი მრავალფეროვნებით და ამ მხრივ წალკა ერთ-ერთი გამორჩეულია. შიდა ტურიზმი და გარე ტურიზმი, არის და იქნება მთავრობის პრიორიტეტი და შედეგსაც მალე ნახავს ადგილობრივი მოსახლეობა.

მრავალფეროვნება ვახსენე და არ შემიძლია, არ აღვნიშნო ეთნიკური მრავალფეროვნებით მდიდარი ეს მხარე, გამორჩეულად შრომისმოყვარე ხალხი, გზად მოვდიოდი და ვნახე, როგორ არის დამუშავებული თითო გოჯი მიწა, ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და მოსავლიანი. აქ წარმოებული პროდუქცია საუკეთესოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ექსპორტზეც საკმაო რაოდენობით გადის. ეს სამაგალითო უნდა გახდეს სხვა რეგიონებისთვის, თუ როგორ უნდა იშრომო, როგორ უნდა შექმნა დოვლათი ოჯახისთვის, ქვეყნისთვის და შექმნა ხარისხიანი პროდუქცია. ჩვენი ქვეყანა არ არის დიდი ტერიტორიებით, თუმცა, რასაც ქმნის ეს მხარე, გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით.

ახალგაზრდები, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახალი მერისთვის, ახალი საკრებულოსთვის, რომ მოუსმინოს ადგილობრივებს, ბოლომდე იყოს ჩართული იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელსაც მოსახლეობა აწყდება, ზოგჯერ, ყოველდღიურად. ჟინი, რომელიც ადგილობრივებს აქვთ, მთავარია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს ოჯახებს, ამ მხარეს და მთლიანად, საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ჩემი შემდეგი ვიზიტისას და გპირდებით, რომ ხშირად ვივლი, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო სამაგალითო წალკას სხვა კუთხეებისთვის.” – განაცხადა კახა კუჭავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g