LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდობის რეცეპტი მანანა თოდაძისგან: „ზოგიერთი რომ ლაპარაკობს ასაკზე, სამწუხაროდ, ავიწყდებათ, რომ ისინიც ასაკში შევლენ და მერე მაინტერესებს, რას იტყვიან…“

375
მანანა თოდაძე

მანანა თოდაძე „შუადღე ლაივთან“ საუბრობს, რომ უკვირს, როცა მუდმივად ასაკზეა აქცენტი:

„სულ ასაკზე რომ ლაპარაკობენ, სიმართლე რომ გითხრათ, გაკვირვებული ვარ. თუ ადამიანს გაქვს ჯანმრთელობა, გამოიყურები კარგად, გაქვს საშუალება, იცხოვრო, იშრომო, რაღაც აკეთო, დამალეთ პასპორტები, ხალხო… უნდა იცხოვრო, სანამ უფალს ნებავს, რომ დედამიწაზე იარსებო. სრულყოფილად უნდა იცხოვრო, არაფრის უნდა მოგერიდოეს და შეგრცხვეს, შესაძლებლობის ფარგლებში. სულ დავდივარ, ვვარჯიშობ, წუხელ 12 საათზე მივედი სახლში, ორი სიმღერა ჩავწერე. არ უნდა გაჩერდე ადამიანი. დრო ყოველთვისაა… შენი თავი უნდა გიყვარდეს, ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს. ზოგიერთი რომ ლაპარაკობს ასაკზე, სამწუხაროდ, ავიწყდებათ, რომ ისინიც ასაკში შევლენ და მერე მაინტერესებს, რას იტყვიან და რას იფიქრებენ. ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი…“

მანანა თოდაძე: „ვტიროდი, ღამეებს ვათენებდი ნერვიულობაში. ერთ მშვენიერ დღეს ჩემს გონებაში თითქოს გამონათება მოხდა და მივხვდი ერთ რამეს…“

მანანა თოდაძე: „რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ხარ? ყოველ წუთს ადამიანს გაახსენო ის, რომ ასაკიანია, ეს არის ყველაზე დამთრგუნველი…“

ვიდეო: „რაც წლები გადის, უფრო ბედნიერი ვარ და სულ რაღაც კარგის მოლოდინში ვარ…მთავარია ხელი არ ჩაიქნიო” – მანანა თოდაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g