LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდობის შეცდომები: რას ნანობენ ცნობილი ვარსკვლავები?

152

მთელი ცხოვრების მანძილზე, ადამიანები ბევრ რამეს რამეს ნანობენ. თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისინი საკუთარ არჩევანში დარწმუნებულები არიან და ვერ წარმოიდგენენ, რომ წლების შემდეგ ესა თუ ის საქციელი შესაძლოა ძალიან ინანონ.

არსებობენ ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ბევრი არასწორი ნაბიჯი აქვთ გადადგმული, დღეს კი საჯაროდ აღიარებენ, რომ ცდებოდნენ.

 

ჯენიფერ ენისტონი

ახალგაზრდობის პერიოდში მცხუნვარე მზის მოყვარული ჯენიფერ ენისტონი ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ამ გატაცებას ძალიან ინანებდა. დღეს ის სახის არათანაბარი კანის ფერით, ნაოჭებითა და  გამონაყარით იტანჯება.

 

ვიქტორია ბექჰემი

ვიქტორია, ისევე, როგორც ენისტონი, ავტორუჯის დიდი მოყვარული იყო. კიდევ ერთი რამ, რასაც არასწორ ნაბიჯად თვლის, მკერდის გადიდება იყო. მისის ბექჰემი მიიჩნევს, რომ სხეული ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც გაქვს.

 

კამერონ დიაზი

წლების წინ, როდესაც საკუთარ სახეზე ნაოჭები აღმოაჩინა, კამერონმა ბოტოქსის ინექცია გაიკეთა. შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ნაოჭი ცუდია, თუმცა გაყინული მიმიკა – უარესი. ამიტომ ვარსკვლავი შეურიგდა იმ აზრს, რომ აღარ არის პატარა.

კიმ კარდაშიანი

კიმი ნანობს, რომ მეორე შვილი გააჩინა – ვაჟიშვილი მას ბევრ ენერგიას აცლის. ამას გარდა, ცნობილი ქალბატონი თვლის, რომ თავის დროზე, შუბლის ზედა ნაწილში არ უნდა გაეკეთებინა ლაზერული ეპილაცია – მას მოსვენებას არ აძლევს ის ფაქტი, რომ მანამდე ის გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

 

ოლივია უაილდი

ოლივია ნანობს, რომ დროულად არ გაიარა კონსულტაცია კოსმეტოლოგებთან. ინტერნეტში ამოკითხული რჩევა, თითქოს გაპარსვა სახის კანს ასუფთავებს, მან დაუფიქრებლად განახორციელა. მალევე მას სახის კანი გამოუშრა, გაჩნდა გამონაყარი – ცნობილი ლამაზმანის სახეზე ამ უყურადღებო ფაქტის შედეგად გაჩენილ ნაკლს მალევე ამოიცნობთ.

 

ბელა ჰადიდი

მოდელი სახალხო განსჯის საგანი გახდა: მას ზემდეტად მრგვალი ფორმების გამო აკრიტიკებდნენ, მოგვიანების მან წონაში ძალიან დაიკლო, რასაც დღეს ძალიან ნანობს – ჰადიდს მკვრივი მკერდისა და საჯდომის ფორმის დაბრუნება სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები