LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს სწრაფად, სხვა არაფერი განკურნავს ამ სენს, რომელიც ქვეყანას შეეყარა – ბრიუსელში არავინ აპირებს ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებას“ – სალომე სამადაშვილი

181
სალომე სამადაშვილი

„რეალობა არის ის, რომ საქართველო არის უმძიმეს მდგომარეობაში, ამისგან განკურნება რა არის? – ახალი არჩევნები, რაც უფრო სწრაფად ჩაინიშნება არჩევნები, მით უფრო დიდია გადარჩენის შანსი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში აღნიშნა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, თითქმის ნახევარმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.

„ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს სწრაფად, სხვა არაფერი განკურნავს ამ სენს, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეეყარა, რომელიც უბრალოდ გაანადგურებს სახელმწიფოებრივ სხეულს, ეკონომიკურ სხეულს, გაანადგურებს საზოგადოებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დროზე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, ქვეყნიდან მასობრივი გაქცევა დაიწყება, საქართველო დაემსგავსება მიტოვებულ სოფლებს.

რეალობა არის ის, რომ საქართველო არის უმძიმეს მდგომარეობაში, ამისგან განკურნება რა არის? – ახალი არჩევნები, რაც უფრო სწრაფად ჩაინიშნება არჩევნები, მით უფრო დიდია გადარჩენის შანსი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, „საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას პარტნიორად არავინ განიხილავს“.

„ბრიუსელში, ყველა შესაბამის უწყებასთან მქონდა შეხვედრა, არავინ აპირებს ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებას. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია და არც გადაიხედება. საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას პარტნიორად არავინ განიხილავს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების, თითქმის ნახევარს უკვე დაფიქსირებული აქვს პოზიცია, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. ჩვენგან [ოპოზიცია] ელოდებიან უფრო მეტ კონტრიბუციას – ამ არჩევნების მოდელობებს, რადგან კიდევ ერთი რუსული სპეცოპერაცია არ გვჭირდება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რომ გვქონოდა, დღეს ქვეყანას ეყოლებოდა პროევროპული კოალიციური მთავრობა, რომელიც მიუნხენშიც იქნებოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთანაც იქნებოდა. იმის ნაცვლად, რომ განკურნება ყოფილიყო – თავისუფალი არჩევნები, შეცვალეს შხამით ანუ რუსული სპეცოპერაციით ჩაანაცვლეს“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელზე ისაუბრა, მისი თქმით, „ეს არის ძალოვანი სტრუქტურებიდან მომდინარე დირექტივა, რომ მზია ამაღლობელი, თუნდაც ციხეში მოკვდეს ის გარეთ არ უნდა გამოვიდეს“.

„როდესაც სამედიცინო დასკვნა გვეუბნება, რომ ორგანოები იწყებს ფუნქციურად ჩამორღვევას, მოდი ასე ვთქვათ, რომ ჩვენ გვყავს მომაკვდავი ქალი, რომელმაც თქვა, რომ თავი დამნაშავედ არ მიმაჩნია და ამისთვის მზად არის სიცოცხლე გაიღოს. ბიძინა ივანიშვილის მსგავს რეჟიმსაც კი არ აწყობს მზიას დაღუპვა საპყრობილეში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალოვანი სტრუქტურებიდან მომდინარე დირექტივა, რომ მზია ამაღლობელი, თუნდაც ციხეში მოკვდეს ის გარეთ არ უნდა გამოვიდეს.

ჩვენ მადლობელი ვართ ევროპარლამენტის პოზიციისთვის, ამან ძალიან კარგი საფუძველი შექმნა, ახლა სწრაფად მოქმედების დროა, რადგან ახლა არც მზია ამაღლობელს აქვს დრო, არც ამ ქვეყანას, არც ამ ქვეყნის ეკონომიკას“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g