„ახალი არჩევნების დანიშვნას შესაძლოა უფრო დიდი არეულობა მოჰყვეს“, – ამის შესახებ განცხადება რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პირიქით, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და იქ იკამათონ და გააკეთონ ისე, რომ „ოცნების“ ხალხის ნაწილი გადაიყვანონ თავის მხარეზე, თუ მართლა ასეთი მართლები არიან. მაგრამ ეგ არის, რომ უნიათოები არიან“.
მისივე განცხადებით, „სახელმწიფომ უნდა მართოს პროცესები, რათა მშვიდობიანი იყოს, არ იყოს ძალადობა და უბედურება. უნდა იცოდე, როგორ დაელაპარაკო შენს მოსახლეობას“.