საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია IndiGo შემოდის. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
ინდური ავიაკომპანია IndiGo საქართველოს მიმართულებით ოპერირებას აგვისტოდან დაიწყებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.
ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29 მაისს მიენიჭა.
Photo: IndiGo