LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Corvette ბზარის გამო ჩამოწერეს და ნაწილებად გაყიდიან

44

აშშ-ში კორვეტის მფლობელი ავარიაში მოყვა, შედეგად კი მისი ავტომობილი სერიოზულად დაზიანდა და მისი ექსპლუატაცია შეუძლებელი გახადა. ავტომობილს სერვისში გარეგნული მხარე სრულად აღუდგინეს, რასაც 7 600 დოლარი დასჭირდა. თავის ისტორიას Corvette Forum-ზე მომხმარებელი cdm85-251 წერს.

მისი განცხადებით, ის ტრასაზე მიდიოდა და ამ დროს ავტომობილს წინა მხრიდან რაღაც გასძვრა. სპორტქარის მძღოლს არ ჰქონდა საშუალება შეჯახება აერიდებინა, რის შედეგადაც ტრანსმისია დაზიანდა და ბზარი გაჩნდა. სერვისში განაცხადეს, რომ ამ დეტალის შეცვლა შეუძლებელია. სადაზღვევო კომპანიამ ავტომობილი აღდგენისთვის გამოუსადეგარად დაასახელა, ამიტომ ავტომობილი, რომლის გარბენიც 13 000 კილომეტრია, ნაწილებად გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები