LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში – ოჯახმა ანონიმური წერილი მიიღო

4568
თამარ ბაჩალიაშვილი

აღმოჩენილია ანონიმური წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შესაძლოა, 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა კრიპტოვალუტებთან და ე.წ. ქოლცენტრებთან იყოს დაკავშირებული.

ირკვევა, რომ წერილი დაუდგენელმა ადამიანმა ბაჩალიაშვილის სახლთან მდებარე მაღაზიაში დატოვა. წერილი „ტვ პირველს” გარდაცვლილი გოგონას ოჯახმა გადასცა.

წერილში სქემაა აღწერილი, ვის და რის გამო შეიძლება, მოეკლა აიტი ტექნოლოგიების ახალგაზრდა სპეციალისტი.

ოჯახის უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი, ამბობს, რომ წერილში პოლიციელის გვარი ფიგურირებს.

„ამ პოლიციელის გვარი თავიდანვე ფიგურირებდა საქმეში. ამ წერილით დგინდება ის, რაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით. ეს ბავშვი, თამარ ბაჩალიაშვილი, იყო გარკვეულ ჯგუფთან თანამშრომლობის შედეგის მსხვერპლი. ეს არის დაკავშირებული როგორც ფინანსებთან, ასევე გარკვეულ ინფორმაციასთან, რომელსაც ეს ბავშვი ფლობდა”. – აცხადებს ადვოკატი.

„ტვ პირველი“ წერილში ნახსენები მაღალჩინოსნების ვინაობას განგებ არ ასახელებს.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა.  22 ივლისს, მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის, ტერიტორიაზე ნახეს.

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმე უკვე დაიხურა. შოთაძის უწყების განმარტებით, ახალგაზრრდა ქალმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ოჯახმა აღნიშნული ვერსია თავიდანვე გამორიცხა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g