Hyundai Motor და Kia წარმოებაში ისევ სერიოზულ სირთულეებს განიცდიან, მიზეზი კი პანდემია და სხვადასხვა ნაწილების გლობალური დეფიციტია. გაზაფხულისთვის ამ ყველაფერს ლოჯისტიკური პრობლემებიც დაემატა და კლიენტების მიერ შეძენილი, თუმცა ჯერ კიდევ აუწყობელი მანქანების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ზოგიერთ მყიდველს თავისი მანქანის ლოდინი ერთ წელზე მეტ ხანსაც მოუწევს.
გასული წლის ბოლოს, Kia-ს „ვალი“ მხოლოდ საშინაო ბაზარზე 100 ათასი ავტომობილი იყო, 2022 წლის დასაწყისში კი ამ ციფრმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. Hyundai-სთვის შეკვეთილ ავტომობილებთან ერთად კი საერთო მაჩვენებელი მილიონს აჭარბებს.
გასულ წელს წინასწარ გადახდილი მანქანების წილი ამ ორი კომპანიის მთლიანი გაყიდვების 15% იყო. მთლიანობაში კორეულმა ბრენდებმა 6,66 მილიონი მანქანა გაყიდეს, გეგმა კი 7,47 მილიონი იყო. მიზნის მიღწევაში მწარმოებლებს ნაწილების დეფიციტმა და დეტალებთან დაკავშირებულმა სხვა პრობლემებმა შეუშალა ხელი.