LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალი იდეები გვაქვს” – რა კომპრომისს განიხილავს ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგში

100
opo

ოპოზიცია და ხელისუფლება, სავარაუდოდ, 16 მარტამდე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს და შეეცდება, პოზიციები ერთმანეთს დაუახლოვოს. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ “ქართულ ოცნებას” სავარაუდოდ, არ აქვს კრიზისის განმუხტვა გადაწყვეტილი. როგორც “ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძე “პალიტრანიუსთან” ამბობს, მმართელი გუნდი დიდი ალბათობით თვალებში ნაცრის შეყრის გზას დაადგება.

„არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მათ შორის ერთ-ერთია პლებისციტი. ამის ფორმა უკვე მოლაპარაკების საგანია და აქ შეთანხმებისთვის სივრცე არსებობს, იდეები გვაქვს, უბრალოდ, ამაზე საჯაროდ საუბარი, ვიდრე მოლაპარაკებები არ გაიმართება, არასწორია. მაგრამ კონცეფცია პლებისციტის ირგვლივაა.

„ქართული ოცნების“ ლიდერშიფი ამ კრიზისის გაღრმავებაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე განმუხტვაზე, ამიტომ დამოკიდებულება, რომელიც გვესმის, რომ არაფერზე წამოვლენ, საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ის სტატუს-კვოა მისაღები და ყველა სხვა ალტერნატივა არასწორია, ნიშნავს იმას, რომ რაღაც უფსკრულისკენ მივექანებით. თუ მოლაპარაკებები ვარდება და კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება, დღევანდელი ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და აგრძელებს ცხოვრებას, ვითომ არაფერი მომხდარა, ასეთ შემთხვევაში რეალურად გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ კიდევ ახალი ხარისხის ავტორიტარიზმი იყოს ქვეყანაში, ნიშნავს იმას, რომ პოლიტპატიმრებს იტოვებენ, აპირებენ რომ ერთპარტიული პარლამენტით გააგრძელონ მართვა, ლეგიტიმაციის ხარისხი დაბალი აქვთ და ეს არ ანაღვლებთ. ამ ტიპის ქვეყნებთან, ვიცით, როგორი ურთიერთობა აქვს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამიტომ მე არ მინდა ნამდვილად, რომ ამ სცენარებზე ვისაუბრო, იქნება ეს სანქციები, მეტი იზოლირება, მეტი ზეწოლა, თუ გადახედვა დღეს არსებული ურთიერთობების ამერიკასთან და ევროკავშირთან. მათ ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვთ, მაგრამ არ მინდა, რომ ეს ინსტრუმენტები ამოქმედდეს იმიტომ, რომ გაფორმდება, რომ ევროპაზე უარი ვთქვით და გადავედით ბელარუსულ ორბიტაზე“,- განაცხადა კაპანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g