მაღაზია ”Tommy Hilfiger“ მომხმარებელს ახალ, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას, მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ახალ კოლექციაში მსურველს საშუალება აქვს შეიძინოს: როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანისამოსი და აქსესუარები, კერძოდ: მაისურები, კაბები, შარვლები, როგორც კლასიკური ასევე ჯინსის და ფეხსაცმელები.
დიდი არჩევანია ჩანთებზეც, რომელთა ფასიც 300 ლარიდან იწყება.
შეგახსენებთ, რომ მაღაზიაში არსებული პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის.
ამჟამად, მაღაზიას ერთი ფილიალი აქვს, რომლის მისამართია: რუსთაველის N46.