LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2022” – მთაწმინდის პარკში ტრადიცია გრძელდება

84
ღვინო მთაწმინდა

“ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2022” – „ღვინის კლუბი“ ქართული ღვინის დღეების, „ღვინობისთვე 2022“-ის ფარგლებში, საფესტივალო აქციას მართავს. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მთაწმინდის პარკის მხარდაჭერით ტარდება.

აქცია 22 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება (11:00-დან 18:00 საათამდე), სადაც ბოლო 5 წლის მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები თავიანთ ღვინოებს წარმოადგენენ.

“ფესტივალზე საუკეთესო გარემოს გპირდებით, სადაც მევენახე–მეღვინეები სტუმრებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. აქ გასინჯავთ ბევრისთვის უცნობი ახალი მარნების ღვინოებს. ღვინის გარდა, გელით გემრიელი მისაყოლებელი, გართობა და მთაწმინდური შემოდგომა. რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი, ადგილები შეზღუდულია! რეგისტრაცია დასრულდება ადგილების შევსებისთანავე.
როგორც ყოველთვის სტუმრების დასწრება ფესტივალზე თავისუფალია”, – აღნიშნულია მთაწმინდის პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.