ახალი ქართული ფილმის, სამუშაო სათაურით ”ქალური ბედნიერება” გადაღებები თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყება თბილისსა და ბორჯომში.
ფილმი რვა მარტს – ქალების დღეს მიეძღვნება. ახალი ფილმის რეჟისორი გიორგი კიკალიშვილი იქნება, სცენარის ავტორი ნიკა რამიშვილია, პროდიუსერი ქეთი მიქანაძე, მთავარ როლებს კი, ქართველი მსახიობები – ია სუხიტაშვილი, ია ფარულავა, ნუკი კოლელიშვილი, დათო დარჩია, ზურა ყიფშიძე, გივი ბერიკაშვილი და ირაკლი ფირცხალავა შეასრულებენ. იგეგმება რუსი იუმორისტის ალექსანდრ რევას ჩამოყვანაც, რომელიც პარტნიორობას გაუწევს ქართველ მსახიობებს.
არასაფესტივალო მცირებიუჯეტიანი კომერციული ფილმი საქართველოს კინოეკრანებზე, სავარაუდოდ 8 მარტის გამოვა.