დღეს უნიჭიერესი ქართველი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დაბადების დღეა.
მომღერალი 35 წლის გახდებოდა.
ლევან კბილაშვილის და, სალო კბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს ავრცელებს და ძმას დაბადების დღეს ულოცავს:
„35… ლევანიკო, დღეს შენი დღეა… ✨ უზომოდ მძიმეა ეს დღე უშენოდ, თუმცა ჩვენი გულები მაინც სავსეა იმ უთბილესი მოგონებებით, რომლებიც დაგვიტოვე. კარგად გვახსოვს, რა დიდი ბედნიერება შემოიტანა შენმა ამქვეყნად მოვლენამ. ყველამ ერთად, უდიდესი სიყვარულით გაგზარდეთ. როგორი გამორჩეული, განსაკუთრებული იყავი და შენი ყოველი დაბადების დღე როგორ ზეიმად იქცეოდა ხოლმე… 🥹🤍
დღეს შენი მეგობრები ისევ შეიკრიბებიან შენი სახელისა და იმ დიდი სიყვარულის გარშემო, რომელიც ყველას დაგვიტოვე. შენ კი… ახლა ზეციდან შემოგვყურებ და იქიდან გვიგალობ“, – წერს სალო კბილაშვილი.
