LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი რეგულაცია: თამბაქოს გაყიდვა 15-გრამიანი შეფუთვით შეგეძლებათ

466
5c7b80095851f

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შევა ახალი რეგულაცია, რის მიხედვითაც თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 15-გრამიან შეფუთვაშიც იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილებების ავტორები  დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს თამბაქოს ნაწარმის – საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების 15-გრამიანი შესაფუთში მიწოდება/გაყიდვას.

კვლავ ძალაში დარჩება როგორც 50, ასევე 100-გრამიან შეფუთვებში არსებული გასაყიდი ნაწარმი.

ახალი საკანონმდებლო რეგულაციის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა.  პროექტით კონკრეტდება, რომ 15, 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად შესაფუთებში დაფასოებული თამბაქოს მიწოდება  გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

თამბაქოს ბიზნესისთვის დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g