LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს ბიზნესისთვის დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა

277
shutterstock_264824651-2

დღეიდან თამბაქოს ინდუსტრიისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. კერძოდ, 31 მაისიდან სავალდებულოა, რომ მწარმოებელმა თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, 3 თვით ადრე, ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობისა და მისი ქიმიური დანამატების შესახებ.

მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას სრულყოფილად არ შეასრულებს, ის 5 000 ლარით დაჯარიმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g