LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი რეკორდები: მესი ფეხშიშველა თამაშობს და რონალდოს სილას აწნის (ფოტო)

34

ელ კლასიკო „ბარსელონას“ ტრიუმფით დასრულდა. კატალონიელებმა მეორე ტაიმი ბევრად უკეთ ჩაატარეს, მეტოქე დაჯაბნეს და სოლიდური სხვაობითაც გაიმარჯვეს – 3:0. ლა ლიგაში მთავარი მეტოქეების ბრძოლა წელს ალბათ დასრულებულია.

“რეალის” კარში ერთი გოლი ლიონელმა გაიტანა და მადრიდული კლუბის წინააღმდეგ 17 გოლი დაუგროვდა. “რეალისთვის” ამდენი გოლი ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს გატანილი.

მადრიდის “რეალის” კარში გატანილი პენალტი მესისთვის 54-ე აღმოჩნდა 2017 წლის სეზონზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მესიმ ამ გოლით ყველა ფეხბურთელი ჩამოიტოვა, მათ შორის რონალდო, კავანი, ლევანდოვსკი.

სარეკორდოა ასევე, კლასიკოზე გატანილი 25 გოლი.

არგენტინელს “ბარსელონას” რიგებში 526 გოლი დაუგროვდა. მესიმ გაუსწრო მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარულ ფორვარდს გერდ მიულერს ერთი კლუბის რიგებში გატანილი გოლების რაოდენობით.
ამ მხრივ, ევროპული რეკორდი იოზეფ ბიჩანს ეკუთვნის, რომელმაც პრაღის “სლავიაში” 1934-49 წლების პერიოდში 534 გოლი გაიტანა. მსოფლიოს რეკორდის მფლობელი კი პელეა. მან “სანტოსში” 643 გოლი დაუგროვდა.

მატჩის მიწურულს ლიონელ მესიმ საგოლე პასი მისცა ალეიშ ვიდალს. უცნაური ამ ამბავში ის არის, რომ გადაცემის მომენტში, არგენტინელს ბუცი არ ეცვა. რატომ დარჩა მესი ნახევრად ფეხშიშველი უცნობია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ჩანაფიქრის შესრულებაში.

 

 

„მარკამ“ კლასიკოზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დაწერა.
ესპანელ ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ მესის შესრულებული ჯარიმა, სადაც მან ბურთი კრიშტიანო რონალდოს სახეში “გაარტყა”.
თუმცა “მადრიდის” ფეხბურთელმა ეს ქმედება პირად შეურაცხყოფად არ მიიღო.
კრიტიკოსებმაც საბოლოო 0:3 ანგარიშის შემდეგ, ასოციაცია პირდაპირი მნიშვნელობით, სახეში სილის გაწნას შეადარეს.

 

 

ლიონელ მესი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს:
“წლის საუკეთესო დასარული, გამარჯვება ელ კლასიკოზე. ჩახუტება და ბედნიერი შობა ყველას”.

მარკო ასენსიო:
ყველაფერი წინაა, ეს მადრიდის “რეალია”. გუნდი, რომელმაც ესპანეთის სუპერთასზე “ბარსელონას” საშინაო არენაზეც მოუგო და “ნოუ კამპზეც”.

ტონი კროოსი:
“პირველი ტაიმის შემდეგ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საბოლოო ანგარიში 0:3 იქნებოდა. დანებება არ შეიძლება. მხოლოდ პირველი წრეა გასული. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, ჩვენი წარმატების გასაღები მოგებების სერია იქნება. თუ ზედიზედ მოვიგებთ მატჩებს „ბარსელონა” აუცილებლად დაუშვებს სადმე შეცდომას.”

სერხიო რამოსი:
„ჩვენი წაგება მხოლოდ ერთმა მიზეზმა განაპირობა, მეორე ტაიმი რადიკალურად ცუდად დავიწყეთ და დავისაჯეთ კიდეც.“

ისკო:
“შეწყვიტეთ თქვენი მდაბიო კომენტარები”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები