LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი რეკორდი: ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

41

ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მან მორიგი ტიტული კალიფორნიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 210 კგ დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ ხუთი კილო მოუმატა და 215 კგ ასწია. მესამე მისვლაზე ტალახაძემ 220 კგ აიტაცა და თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (217 კგ) გააუმჯობესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები