LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შემთხვევები ყველაზე მეტი ისევ თბილისსა და აჭარაშია: რა ვითარებაა რეგიონებში

83
thumbs-b-c-ea9c1f9af11f44e758c135cc78e05807

საქართველოში კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 362 გარდაცვალების შემთხვევაა.

დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გადანაწილდა ასე:

თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა,
აჭარაში – 506,
იმერეთში – 324,
ქვემო ქართლში – 46,
შიდა ქართლში – 100,
გურიაში – 47,
სამეგრელო-ზემო სვანეთში – 200,
კახეთში – 23,
მცხეთა-მთიანეთში – 39,
სამცხე-ჯავახეთში – 4,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

კორონავირუსის 1943 ახალი შემთხვევა და 1833 გამოჯანმრთელებული: მონაცემები განახლდა

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტი გვყავს 589, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი – მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 – აჭარაში, ხოლო 846 – თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში-1 412.

სულ 6 ოქტომბრიდან – 2 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 11 489 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 267 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 881 პირი, აჭარაში – 12 537, იმერეთში კი – 2 889.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g