LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Toyota Supra მოძრაობის დროს პირველად დააფიქსირეს

112

ახალი Toyota Supra მოძრაობის დროს პირველად დააფიქსირეს. სპორტქარის სერიული ვარიანტი, რომელიც ჯერ ისევ კამუფლაჟშია ჩამალული – გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გამოჩნდა და რბოლაშიც მიიღო მონაწილეობა.

ტესტ–დრაივის დროს სპორტქარის საჭესთან Toyota–ს მთავარი ინჟინერი იჯდა და მოდელის შესაძლებლობების დემონსტრირება მან საკუთარ თავზე აიღო. კუპე 6 ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 340 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. როგორც ავტომოყვარულები ვარაუდობენ, ავტომობილს 0–დან 100 კმ–ს განვითარება 4,5 წამში შეუძლია.

ახალ „სუპრას“ იაპონელები BMW–თან ერთად ქმნიან და ახალი დიზაინის მქონე სუპერქარი ბაზარზე მომავალი წლიდან გამოვა. მოდელის ფასები არ ზუსტდება, თუმცა როგორც პროექტის ტოპ–მენეჯერი აცხადებს – სიახლე იაფი ნამდვილად არ ეღირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები