LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი უკრაინული ფილმი ომზე „პეპლის მოჩვენება“, რომელიც შესაძლოა, „კანის კინოფესტივალის“ ტრიუმფატორი გახდეს

402
film

უკრაინელი რეჟისორის, მაქსიმ ნაკონეჩნის ფილმი „პეპლის მოჩვენება“ „კანის კინოფესტივალის“ პროგრამაში მოხვდა. ფესტივალი 17-დან 28 მაისამდე პერიოდში გაიმართება. ეს გახლავთ მძიმე ფსიქოლოგიური დრამა, რომელსაც საფუძვლად დაედო დონბასში მიმდინარე რეალური მოვლენები. სიუჟეტის ცენტრშია დაზვერვის თანამშრომელი ქალის ისტორია, რომელიც მძიმე ტყვეობის მერე კიევში ბრუნდება.

ფილმში მთავარ როლს მარგარიტა ბურკოვსკაია ასრულებს. მისი გმირი ტყვეობიდან დაბრუნებული აღმოაჩენს, რომ ორსულადაა. ფილმის გმირმა უნდა გადაწყვიტოს, იცხოვროს ძველი ტრავმებით, თუ დაიწყოს ყველაფერი თავიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები