LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი წელი ცოტნეს არ უყვარს” – როგორ ხვდებიან ახალ წელს ცოტნე გამსახურდია და ანა ჯაბაური

343
BeFunky-collage

როგორ ხვდებიან ახალ წელს ცოტნე გამსახურდია და ანა ჯაბაური? ამის შესახებ ანა ჯაბაურმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ყოველ ახალ წელს, ცოტნე მოწყენილი ხვდება, რადგანაც 31 დეკემბერი მისი მამის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დღეა.

„ზოგადად, ცოტნე ყოველ ახალ წელს მოწყენილი ხვდებოდა, რადგანაც 31 დეკემბერი, მისი მამის მკვლელობის დღეა. ამ დღეს ყოველთვის ნაღვლიანი იყო.

აი რას წერდა ცოტნე ამ დღეზე: „ახალი წლის მოსვლა ჩემთვის მუდამ ტყეში მოღალატეებისა და ჯალათების ამარა მიტოვებულ მამას უკავშირდება, რომელმაც 18 წლის ბიჭს, კატეგორიულად არ მომცა საშუალება, ოდესღაც მასთან ვყოფილიყავი“.

რაც შეეხება ახალი წლის შეხვედრის ტრადიციას, როგორც ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ამბობს, ამ დღისთვის განსაკუთრებული სამზადისი მათ ოჯახში არ არის და არც საახალწლო სუფრა იშლება.

„განსაკუთრებულ სუფრას არ ვამზადებთ. რაღაცეებს წავუკითხავ ცოტნეს და მერე მის საყვარელ კომედიას ვუყურებთ“,- ამბობს ანა ჯაბაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g