გიორგი ქობულიას თქმით, ახალი წლის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებები იქნება. მინისტრი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ტურიზმის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნოს.
„ვინ და როდის დაინიშნება ამას ძალიან სწრაფად გაიგებთ. ახალი წლიდან ცვლილებები იქნება და რა ცვლილებები იქნება, ამას გაიგებთ. მეტს არაფერს გეტყვით, ხოლო ცვლილებების მიზეზებს მერე აგიხსნით, როცა ცვლილებები იქნება”, – განაცხადა ქობულიამ.