LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ზელანდიის აეროპორტში ხანგრძლივი ჩახუტება აიკრძალა

121
img-2032-49-20241018140149111

ახალი ზელანდიის აეროპორტმა მგზავრებს და გამცილებლებს ხანგრძლივი ჩახუტება აუკრძალა. ამის შესახებ CNN წერს.

ადმინისტრაციის მოთხოვნით, ჩახუტების ლიმიტი მხოლოდ 3 წუთი იქნება. „უფრო მგრძნობიარე დამშვიდობებისთვის, გთხოვთ პარკინგი გამოიყენოთ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აეროპორტში გამოაკრეს.

აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა დანიელ დე ბონომ სიახლე ბოლო სამეცნიერო კვლევით ახსნა. ამ კვლევაში ნათქვამია, რომ 20 წამიანი ჩახუტება საკმარისია, რათა „სიყვარულის ჰორმონი“ გამოიყოს და სევდა თუ სტრესიც ნაკლები იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები