ახალმა უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bees Airline-მა თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო. ფრენის განხორციელების უფლება ავიაკომპანიამ უკრაინის მარეგულირებლისგან უკვე მიიღო.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე Bees Airline ოპერირებას 30 აპრილიდან შეუდგება. საწყის ეტაპზე ავიაკომპანია ოპერირებას კიევსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით მოახდენს, ხოლო ივნისიდან – სიხშირეების რაოდენობას 3-მდე გაზრდის. ავიაბილეთების ფასი 50 დოლარიდანაა.
რაც შეეხება კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას, Bees Airline ავიაბილეთებს უკვე 9 ივნისის თარიღიდან ყიდის. ბილეთის ფასი (ერთი გზა) 35 დოლარიდანაა.