LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალშობილი, რომლის მკვლელობაც ბათუმში დედამ სცადა, გარდაიცვალა – კლინიკა „მედინა“ განცხადებას ავრცელებს

543
ახალშობილი

ბათუმში, კლინიკა „მედინაში“, ახალშობილი, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მას დაზიანებები მიაყენა და მისი მკვლელობა სცადა, გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას კლინიკა „მედინა“ ავრცელებს.

„დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 22 თებერვალს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა.

კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი კლინიკის, ისე მოწვეული მრავალპროფილური სპეციალისტები. პაციენტს ჩაუტარდა არაერთი გადაუდებელი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო ჩარევა, თუმცა მისი მდგომარეობა თავიდანვე იყო უკიდურესად მძიმე.

ამ მძიმე პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო და რჩება პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

ვიზიარებთ მომხდარით გამოწვეულ ღრმა ტკივილს და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია მძიმე დანაკარგია.

მედიის წარმომადგენლებისთვის კლინიკაში ოფიციალური კომენტარი გაკეთდება 12:00 საათზე“, – წერია კლინიკა „მედინას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა – კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში მშობიარობის შემდეგ, მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა

ოფიციალური განცხადება დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და…

Posted by მედინა / Medina on ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026

ცნობისათვის, 22 თებერვალს ბათუმის კლინიკა „მედინაში“ ამავე კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დედამ ახალშობილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა და მის მოშორებას აპირებდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის ე და კ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ, ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ქალი დაკავებულია.

კლინიკა „მედინას“ სანიტარს, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს დაზიანებები მიაყენა, პატიმრობა შეეფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g