LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ ლავროვის შვილის სტუმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

567
BeFunky-collage - 2023-05-20T005223.707

„ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ ლავროვის შვილის სტუმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. სასტუმროს ადმინისტრაციის განცხადებით, მათ ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავთ:

„ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას. ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია. სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას“ ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „მთავარი არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში არიან, მათ შორისაა ლავროვის შვილი, ეკატერინე ლავროვა.

ამავე მედიის ინფორმაციით, „საქართველოში ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. მან ქორწილის გადახდა „ყვარელი რეზორტში” გადაწყვიტა, რის გამოც, 2 დღეა, სასტუმროში რუსების წვეულებისთვის ემზადებიან და ქართველებისთვის დაკეტილია”. ასევე, ცნობილია, რომ სტუმრების ნაწილი ღამეს სასტუმრო “ახაშენში” გაათევს.

ტელეარხის ცნობით, ექსპერიმენტი ჩაატარეს: ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა, როგორც ყვავილების მაღაზიის კურიერმა და იკითხა, იყო თუ არა “ყვარლის ტბაში” ადამიანი, სახელით და გვარით ეკატერინა ლავროვა, ვინაიდან მისთვის ყვავილების თაიგული იყო შეკვეთილი.

“მთავარის” ჩანაწერის თანახმად, სასტუმროში უთხრეს, რომ სახელსა და ჩაინიშნავდნენ და დაუკავშირდებოდნენ. შემდგომ ჩანაწერში, რომელიც ეთერში გავიდა, ტელეარხის ცნობით, სასტუმროს წარმომადგენელი კურიერად წარდგენილ ჟურნალისტს ეუბნება:

„…გავარკვიეთ, რომ სწორად მოგაქვთ თაიგული”.

“ნამდვილად თქვენთანაა ხომ სტუმარი?”, – კითხულობს ჟურნალისტი, რასაც ხსენებული პირი პასუხობს:

„კი, კი”.

„ლავროვის შვილის სტუმრობა არ შეესაბამება სიმართლეს” – სასტუმრო „ყვარლის ტბა” განცხადებას ავრცელებს

magti 5g