LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ… არ მეგონა 21-ე საუკუნეში ხალხი კიდევ ასე თუ ფიქრობდა: იმნაძე

315
paata-imnadze-w-h

„შეხედეთ როგორ მიდის კორონას შემთხვევები. მე გაზაფხულზე ჯომოლუნგმას ვადარებდი, ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ“, – ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ტემპზე საუბრის დროს სწორედ ეს დახასიათება გამოიყენა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი მიმდინარეობს, სადაც პაატა იმნაძემ შეზღუდვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა:

„პირველ რიგში, ველოდებით იმას, რომ დასტაბილურდება და მატება აღარ გვექნება დეკემბრის მეორე ნახევარში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდგომ დაიწყოს დაავადების შემთხვევებმა კლება. ჯერჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით, მით უმეტეს, პირველ დღეებში. ორი კვირის შემდეგ პირველი შედეგებია“, – თქვა იმნაძემ.

მან ტესტირებებზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ 11 000-მდე პისიარ ტესტია ჩატარებული გუშინ და 3 300-მდე ანტიგენ ტესტი. ასევე გამოეხმაურა ექიმის გარდაცვალების ფაქტს და თქვა, რომ სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისი კოლეგა შეეწირა ამ ბრძოლას ვირუსთან:

„მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენც ადამიანები ვართ ჩვენც ასე ვეწირებით ამ ბრძოლას. დაახლოებით 10 კოლეგა არის შეწირული ვირუსს“.

ბოლოს კი ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალბათ კომუნიკაციების პრობლემა კიდევ არის:

„მთავარი მაინც ის არის, რომ დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს, არ სჯერა, რომ კორონა არის პრობლემა, და ეს არის მოგონილი, რომ დაჩიპონ. გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ფაქტი სახეზეა, ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, რომ არ მეგონა 21-ე საუკუნეში ადამიანებს კიდევ ასე ეფიქრათ“, – თქვა პაატა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g