შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს თავისი საზაფხულო სახლის ულამაზეს კადრებს უზიარებს. ვიდეოში, რომელიც მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, ყურადღებას იქცევს თეთრი ვარდებით აყვავებული ეზო.
კადრებში მსახიობი აღფრთოვანებას ვერ მალავს სახლში არსებული სიმყუდროვისა და ბუნების გამო და გამომწერებს შთაბეჭდილებებს უზიარებს.
„ეხლა მოვედით საზაფხულო სახლში – ნახეთ, გადაპენტილია თეთრი ვარდებით. ნახეთ, რა ლამაზია“, – ამბობს შორენა ბეგაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.
