LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა უკრაინაში განგაშია, ეს არის პასუხი იმაზე, თუ რა ხდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე

436
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელებისთვის აშკარაა, რომ ტრამპისა და პუტინის შეთანხმებები ჯერ არ მუშაობს, ვინაიდან, მათი საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინაში საჰაერო განგაში ისმოდა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ მას აშშ-ის პრეზიდენტთან ჯერ არ უსაუბრია.

„ვფიქრობ, უკრაინელებისთვის გასაგებია რა ხდება. ახლა უკრაინაში განგაშია. ანუ ეს, პრინციპში, არის კიდევაც პასუხი იმაზე, თუ რა ხდება.

ანუ, რუსებმა, როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვეს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან საუბარის დროს ისინი ბრძანებას გასცემენ ენერგეტიკაზე ან შორი მანძილის იარაღით დარტყმების შეწყვეტის თაობაზე, „შაჰედებით” მათ შორის, მაგრამ ახლა არის განგაში, ანუ ახლა ეს ყველაფერი არ მუშაობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ტექნიკური მოლაპარაკებები შავ ზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის შესახებ ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ დაიწყება“- თეთრი სახლი

„[უკრაინისთვის] სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და საგარეო სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა“ – რა წინაპირობები დაასახელა პუტინმა „კონფლიქტის მოგვარებისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g