მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად, ეძებენ მანქანით მდინარეში გადავარდნილ სამ სკოლის მოსწავლეს, რომელთაგან ერთი გოგოა, ორი კი ბიჭი.
ნაკრაში მიაგნეს ავტომობილს, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, თუმცა, სამი მოზარდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
“ჭუბერში იყო მაისობა და იქიდან ბრუნდებოდნენ. ახლა უნდა დაემთავრებინათ სკოლა, ბოლო ზარი უნდა ყოფილიყო 18-ში. მთელი სოფელი და სამაშველო მთელი ღამე ეძებდნენ, დაიარეს აქ ყველაფერი” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.