ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე აღკვეთის სხდომაზე ზვიად ზურაბაშვილმა მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ მეუღე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, რადგან ფიქრობს, რომ ამ გარდაცვლილმა ქალმა მის „მეგობრებთან ურთიერთობა დაიჭირა“:
„ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ და ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა რომ ერთიმეორესთან ურთიერთობა დაიჭირეს, მაგის გულისთვის, ეხლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდე ერთხელ მოვკლავდი“, – თქვა ბრალდებულმა.
„დაშორებულები იყვნენ, მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები გურჯაანში მამაკაცის მიერ ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობის ფაქტზე
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დანაშაული ახაშენში, სავარაუდო მკვლელის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც რემონტი მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 28 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა ცოლს და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
„ცოლს და ორ მეგობარს ესროლა“ – სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ზურაბაშვილს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის, სამი პირის მიმართ და არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.