LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

108
მთავრობის ადმინისტრაცია

„საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას“, – ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით – ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლება გამოთქვამს იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.

„სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.

საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თენგიზ შარმანაშვილი: „დაინტერესებული ვართ ხანგრძლივი მშვიდობით ჩვენს რეგიონში, რადგან რაიმე ტიპის საომარი ხანგრძლივი ესკალაცია არ შეიძლება მისასალმებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“

„ირანში საბრძოლო ოპერაციები სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული“ – დონალდ ტრამპი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g