თმა
სახეზე გამონაყარი შესაძლოა თქვენმა თმამაც გამოიწვიოს, განსაკუთრებით დიდია საფრთხე თუ ცხიმიანი თმა გაქვთ. „ჩემი რამდენიმე პაციენტი ამ პრობლემისგან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც „ჩოლკა“ მოიშორა“, – აცხადებს ექიმი-დერმატოლოგი სანტა-მონიკადან, კარინ გროსმანი.
მწარე საკვები
მწარე საჭმელი აღიზიანებს კუჭს, შედეგად შესაძლოა გაგიწითლდეთ კანი, გაგიჩნდეთ აკნე და ეგზემაც კი. დერმატოლოგები გირჩევენ, რომ თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ და მიდრეკილი ხართ საკვების ალერგიისადმი, ნუ მოახდენთ პროვოცირებას საჭმლით.
თეთრი პური
კვლევებმა აჩვენა, რომ რაფინირებული შაქარი, კარტოფილი, ლუდი, სიმინდის ფანტელები, თეთრი პური და ა.შ. სწორედ ერთ-ერთი საფუძველია, სახეზე პრობლემები შეგიქმნათ.
ანტი-ეიჯ კოსმეტიკა
გოგონები, რომლებსაც აკნე აქვთ, ხშირად თვლიან, რომ დაზიანებული კანი მალე დაბერებას იწვევს, ამიტომ ხმარობენ ანტი-ასაკობრივ საშუალებებს, რომლებიც საერთო ჯამში მხოლოდ ართულებს სიტუაციას.
ძაღლი/კატა
თუ რომელიმე შინაური ცხოველს თქვენს ბალიშზე უყვარს დაძინება, მაშინ პრობლემები კანთან გარდაუვალია. მიაჩვიეთ, ფეხებთან დაიძინებას.
თქვენი პარტნიორი
თუ თქვენს რჩეულს მცირე წვერი აქვს, კანი აუცილებლად დაგიწითლდებათ. ბუნებრივია, ვერავის მოსთხოვთ ულვაშის მოშორებას თქვენი კანის გამო, უბრალოდ მასზე შეხების შემდეგ, წაისვით სახეზე დამამშვიდებელი და გამწმენდი საშუალება.