LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმები იზრდება

133
xmauri

საქართველოს პარლამნეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება.

ცვლილებაზე მსჯელობის მიზეზი მოსახლეობის მხრიდან ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით მაღალი მომართვიანობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არსებული ჯარიმები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს, შესაბამისად, დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გაიზრდება.

აღნიშნული ქმედების გამო თავდაპირველად ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე – 1500 ლარით დაჯარიმდება; განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირის შემთხვევაში იქნება 500, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 5000 ლარი; ამავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისას ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 1000, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის – 10 000 ლარით განისაზღვრება.

magti 5g