LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alaska Airlines-ის ბორტზე ყველა თანამშრომელი აფროამერიკელი ქალია

38

ამერიკულმა ავიაკომპანია Alaska Airlines-მა პირველი თვითმფრინავი ჩაუშვა, რომლის ბორტზეც ყველა თანამშრომელი აფროამერიკელი ქალია, მათ შორის ორი პილოტი. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

საჰაერო ხომალდის კომანდირი ტარა რაიტი და მისი უფროსი დამხმარე მელორი კეივი ლაინერის საჭესთან ისხდნენ, როდესაც ის სან ფრანცისკოდან პორტლენდში მიფრინავდა.

ფრენისას გოგონებმა განაცხადეს, რომ ეს ისტორიულად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან თვითმფრინავს ორი მუქ კანიანი ქალი მართავს. მგზავრები ამ სიახლეს მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ვიდეორგოლი, რომელიც ავიაკომპანიის პერსონალმა გადაიღო, Facebook-ზე გამოქვეყნდა და მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები