კოლმან დომინგომ იმ ალბომების სია გამოაქვეყნა, რომელთაც წლის განმავლობაში Spotify-ზე ყველაზე ხშირად უსმენდა. ხუთეული მსახიობის აქტივობას ეყრდნობა, რომელიც სტრიმინგ პლატფორმამ წლის შესაჯამებლად მსოფლიო მასშტაბით ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად წარუდგინა.
ცნობილი გახდა, რომ ,,ოსკარის” ორგზის ნომინანტი ვარსკვლავი განსაკუთრებული სიხშირით მერაია ქერის მეთექვსმეტე სტუდიურ ალბომს – Here for It All სტრიმავდა. არტისტმა დისკი 7 წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გამოუშვა.
დომინგო 2025-ში მუსიკალურ სერვისს ასევე ისეთი არტისტების დისკების მოსასმენად სტუმრობდა, როგორებიც: ჯესი უეარი, ბიონსე, ,,ჯაზანოვა” და სტივი უანდერი არიან.
კოლმან დომინგოს წლის ტოპ 5 ყველაზე სტრიმვადი ალბომი Spotify-ზე ასეთია:

Spotify-იმ ტრადიციულად 2025 მსოფლიო მასშტაბით მომხმარებლების საერთო მონაცემებზე დაყრდნობითაც შეაჯამა და წლის ყველაზე სტრიმვადი არტისტები, ალბომები და სიმღერები გამოავლინა.