სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ მომხმარებლებისთვის ტრადიციული საახალწლო აქცია დაიწყო. წელს „ალდაგის“ ავტოაქცია, „ალდაგის“ ახალი პრევენციული სოციალური კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და შესაბამისად განისაზღვრა საჩუქრები ავტოაქციაში მონაწილე მომხმარებლებისთვის.
„ჩვენი კომპანიის მიზანია, საზოგადოება დავაფიქროთ საგზაო უსაფრთხოებაზე და წესების დაცვისკენ მოვუწოდოთ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ყველასთვის მნიშვნელოვანია. ავტომანქანის მართვა მრავალ რისკთან არის დაკავშირებული. მძღოლები ვალდებულნი არიან, გაუფრთხილდნენ და დაიცვან, როგორც საკუთარი, ისე მგზავრების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, ყველა, ვინც 3 დეკემბრიდან, 31 იანვრის ჩათვლით, კუთვნილი ავტომობილისთვის შეიძენს ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს, კომპანიისგან ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტოუსაფრთხოების ნაკრებით დასაჩუქრდება. ალდაგის საჩუქარი დაეხმარება მძღოლებს, მომზადებული შეხვდნენ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ავტომობილის აღნიშნული ნივთებით აღჭურვა მალე სავალდებულო გახდება. სხვადასხვა კატეგორიის მანქანები დამატებით, ამბოლის, ვისოლის, საშხაპეს და ვიანორის სპეციალური შეთავაზებებითაც ისარგებლებენ“, – აცხადებენ „ალდაგში”.
მათივე ინფორმაციით, სასაჩუქრე ნაკრები დამოკიდებულია ავტომობილის ღირებულებაზე, საჩუქრების სია ასეთია: პირველადი დახმარების ჩანთა; ცეცხლმაქრი; ამრეკლავი საავარიო სამკუთხედი; 50%-იანი ფასდაკლება მანქანის რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ; 12 თეთრიანი მომენტალური ფასდაკლება საწვავზე ვისოლის ქსელში; 3 + 1 აქცია ზამთრის საბურავებზე ამბოლში; 15%-იანი ფასდაკლება „ვიანორში”.